„შუქურამ“ „გაგრას“ მცველი დაიმატა
„შუქურამ“ „გაგრას“ მცველი დაიმატა
გია ჩადუნელი ქობულეთის „შუქურას“ კიდევ ერთი ახალწვეულია, – ინფორმაციას ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
26 წლის ჩადუნელი ცენტრალური მცველია და წლების განმავლობაში საქართველოს არაერთ კლუბში უთამაშია – ფოთის „კოლხეთი 1913“-ში, „გურიაში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“ და ქობულეთის „შუქურაშიც“ – პირველად გუნდში 2017 წელს გამოდიოდა.
ჩადუნელი ბოლო სეზონში ერონული ლიგა 2-ის „გაგრაში“ თამაშობდა და გუნდთან ერთად დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი გახდა. მან 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთის „შუქურამ“ უკვე დაიმატა ოთხი მოთამაშე – ლევან ინგოროყვა, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი.