„შუქურამ“ გადადებული მატჩი მოიგო
„შუქურამ“ გადადებული მატჩი მოიგო

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-15 ტურის შეხვედრა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართა – „შუქურამ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

ეს თამაში კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო – ჯერ 4 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს დანიშნეს, მერე კი რვა დღით გადვადდა.

ანგარიში მე-20 წუთზე გიორგი კურმაშვილმა გახსნა, 36-ე წუთზე ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ მეტოქის კარი მეორედ აიღო, დანარჩენი სამი გოლი „რუსთავის“ კარში მეორე ტაიმში გავიდა – თავი გამოიჩინეს გელა გოგიტიძემ (66), რომან ჩაჩუამ (73) და ჯეფერსონ ჯერალდომ (77), რომელმაც დუბლი შეასრულა. „რუსთავიდან“ კი ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს გიორგი გოგილაშვილის (89) ანგარიშზეა.

ლიგა 2-ში ჩატარებული 15 ტურის შემდეგ „შუქურამ“ 30 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალთან“ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა. ამას გარდა, ქობულეთელებს კიდევ ერთი გადადებული მატჩი აქვთ ჩასატარებელი, რაც უპირატესობის გაზრდის შანსია – 28 ოქტომბერს დაგეგმილი ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩი, „შევარდენი 1906“-სა და „შუქურას“ შორის 25 ნოემბერს გაიმართება.