„შუქურა“ სეზონისთვის მზადებას ქობულეთში გააგრძელებს
„შუქურა“ სეზონისთვის მზადებას ქობულეთში გააგრძელებს

ქობულეთის „შუქურამ“ თურქული შეკრება დაასრულა. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა 6 ამხანაგური შეხვედრა გამართა და დადებითი შედეგი დააფიქსირა.

ამ მატჩებში ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა გუნდმა 3 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 2 წააგო. გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა 7:5-ზეა.

ქობულეთელებმა დაამარცხეს უკრაინული „ვპკ აგრო“ (1:0), ყაზახური „ტარაზი“ (1:0) და „ჩერტანოვო“ (3:0), ფრედ დაასრულეს შეხვედრა ყაზახურ „არისთან“ (1:1), ხოლო რუსულ გუნდებთან დამარცხდნენ – ნიჟნეკამსკისნეფტეხიმიკთან“ (0:1) და „ორენბურგთან“ (1:3).

გუნდი საქართველოში უკვე გამოემგზავრა, ქობულეთში დღეს დაბრუნდება და ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.