„შუქურა“ სეზონის დაწყებამდე განახლდა - 13 მოთამაშე წავიდა, ამდენივე დაიმატეს #1TVSPORT
„შუქურა“ სეზონის დაწყებამდე განახლდა - 13 მოთამაშე წავიდა, ამდენივე დაიმატეს #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ ადამინისტრაციამ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ინფორმაცია გაავრცელა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული საკადრო სიახლეების შესახებ, რომლის შედეგადაც გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად განახლდა.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „შუქურა“ 13-მა მოთამაშემ დატოვა – ლუკა ხარატიშვილმა, კახა მეშველიანმა, დავით სამსონიამ, ბექა ვარშანიძემ, ვაკო თევდორაძემ, მირზა ფარტენაძემ, ლევან ინგოროყვამ, ირაკლი კომახიძემ, კახა კაკაშვილმა, ზურაბ მუსელიანმა, ირაკლი ჯავახიშვილმა, გიორგი ვეკუამ და ოლეგ მამასახლისმა.

რაც შეეხება ახალწვეულებს, გუნდში ასევე 13 ახალი მოთამაშე ჩაირიცხა: გაგა გაზდელიანი, ბანტუ მზვაკალი (ორივე – რუსთავი), ცოტნე ფაცაცია, გოგი კულუა (ორივე – მერანი მარტვილი), ილია საბიაშვილი, სანდრო გელაშვილი (ორივე – ირაო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ასათიანი (სიონი), გიორგი აბრამიშვილი (ზესტაფონი), ლევან ქურდაძე (სამგურალი), ლუკა ლორთქიფანიძე (თელავი).

ქობულეთელებმა ლეგიონერიც დაიმატეს – კუროკი კოკენი, რომელიც გემრანულ კლუბში, „დეიზენჰოფენში“ თამაშობდა, ხოლო ლაშა კვარაცხელია ლატვიური „დაუგავსპილსიდან“ ჩამოიყვანეს.

ეროვნული ლიგის 2023 წლის გათამაშების პირველი ტურის მატჩები 25-26 თებერვალს გაიმართება. პირველ შეხვედრაში „შუქურა“ ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 26 თებერვალს ბათუმის სტადიონზე 20:00-ზე დაიწყება.