„შუქურა“ მომზადებას იწყებს - კლუბს უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის #1TVSPORT
„შუქურა“ მომზადებას იწყებს - კლუბს უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურაში“ მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებია, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.

19 იანვარს კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდა უჩა სოსიაშვილს და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე და უჩა სოსიაშვილი დაიკავებს „შუქურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.

კონტრაქტი კლუბსა და მწვრთნელს შორის მომავალ კვირაში გაფორმდება. სოსიაშვილი დღეიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას და დაიწყებს როგორც გუნდის დაკომპლექტებას, ასევე მოახლოებული ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპების დაგეგმვას.

დღეს კლუბის ინვესტორი აიეტ კუკავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს შეხვდა, სადაც ქობულეთური კლუბის ლიცენზირების და სხვა საკითხებთან ერთად „შუქურას“ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები და ამ პროცესში ფედერაციის თანამონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.