„შუქურა“ კასრაძით გაძლიერდა #1TVSPORT
„შუქურა“ კასრაძით გაძლიერდა #1TVSPORT

შეთანხმება მიღწეულია, ლაშა კასრაძე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელია – 32 წლის გამოცდილი მცველი ეროვნული ლიგა 2-ის გუნდს „სამტრედიადან“ შეუერთდა.

კასრაძე „ვიტ ჯორჯიას“ აღზრდილია. უთამაშია ბოლნისის „სიონსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“, ასევე აზერბაიჯანულ გუნდებში – „აზალში“ და ბაქოს „ინტერში“, ხოლო 2018-2019 წლებში ყაზახური გუნდების ფორმა მოირგო – „ტარაზის“ და ტალდიყორღანის „ჟეტისუს“.

კასრაძე იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი. 2021 წელს დაბრუნდა „სამტრედიაში“, სადაც პირველად 2017 წელს თამაშობდა. გამოცდილი მოთამაშე გააძლიერებს გუნდს, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერია და მთავარ ქართულ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

კასრაძის დებიუტი უახლოეს პერიოდში ვერ შედგება – ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში პაუზაა და მესამე წრე 21 აგვისტოს „შუქურასა“ და საგარეჯოს „გარეჯის“ მატჩით განახლდება.