„შუქურა“ არ ჩერდება - გუნდში კიდევ სამი ახალწვეულია
„შუქურა“ არ ჩერდება - გუნდში კიდევ სამი ახალწვეულია

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ქობულეთის „შუქურა“ ჩემპიონატისთვის დაკომპლექტებას ყველაზე აქტიურად განაგრძობს. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა ამჯერად კიდევ სამი ახალწვეული დაიმატა.

თბილისის „ვიტ ჯორჯიადან“ თავდამსხმელი ზურაბ მუსელიანი დაიმატეს. 21 წლის ფორვარდი სწორედ „ვიტ ჯორჯიას“ აღზრდილია და კლუბში 2017 წლიდან გამოდის. გასულ ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობის შედეგად, მუსელიანმა 16 მატჩში 8 ბურთი გაიტანა.

ქობულეთელთა მეორე ახალწვეული 27 წლის ნახევარმცველი ამირან როხვაძეა, რომელიც ქობულეთელთა რიგებში მარტვილის „მერანიდან“ გადმობარგდა, მანამდე ექვსი წელი ვანის „სულორში“ თამაშობდა ( 2011-2016 ). გასულ ჩემპიონატში მან 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ანგარშზე ექვსი გოლი ჩაიწერა.

„შუქურას“ მესამე ახალწვეულზე უკვე ვწერდით – 28 წლის გამოცდილი ბრაზილიელი ლეგიონერი ჟასინტო ჟუნიორი, რომელიც პოზიციით თავდამსხმელია და ქობულეთელთა რიგებს მალტური „მარასალოკიდან“ შეუერთდა. „არაქსა“, „ბრანი“, „დესპოტივო“, „ფილინგსადენი“, „ნავიაირენსე“, „ბოტაფოგო“, მალტური „ფლორიანა“ და „სენგლეა ატლეტიკი“, ასევე ჩრდილოეთმაკედონიურირაბოტნიკი“- ეს ის გუნდებია, რომლებშიც ჯასინტო გამოდიოდა.