„შუქურა“ ამხანაგურ შეხვედრაში „საბაჰთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„შუქურა“ ამხანაგურ შეხვედრაში „საბაჰთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ქობულეთის „შუქურამ“ საკონტროლო მატჩი აზერბაიჯანის უმაღლესლიგელ ბაქოს „საბაჰთან” გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მატჩის ბედი კი 67-ე წუთზე გადაწყდა – ერთადერთი გოლი სტუმართა გუნდის შემტევმა ხულიო როდრიგესმა გაიტანა და „საბაჰმა“ 1:0 გაიმარჯვა.

„შუქურა“ – „საბაჰი“ 0:1

გოლი: 0:1 როდრიგესი (67)

„შუქურა“: შეროზია, გაფრინდაშვილი (ფარტენაძე), ჭანტურია, რეხვიაშვილი, კომახიძე (ხმალაძე), ვარშანიძე (ჯინჭარაძე), კაკაშვილი (ექვთიმიშვილი), მუსელიანი (კვარაცხელია), ჯეფერსონი (ვერულიძე), ჟუნიორი (ძალამიძე), ინგოროყვა (აფხაზავა)

საბაჰმა” საქართველოში შეკრებაზე სულ სამი ტესტ-მატჩი დაგეგმა. აზერბაიჯანული გუნდი 23 ივლისს წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო 28 ივლისს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება, ბაქოში კი 29 ივლისს დაბრუნდება.