შუმახერის ოჯახმა ჰემილტონს მიხაელის რეკორდის გამეორება მიულოცა
შუმახერის ოჯახმა ჰემილტონს მიხაელის რეკორდის გამეორება მიულოცა

მსოფლიოს შვიგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ოჯახმა მიულოცა „მერსედესის“ პილოტს ლუის ჰემილტონს კვირას, გერმანიაში გამართული რბოლის მოგება. ამ გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელ პილოტს კარიერაში 91 მოგებული გრანპრი დაუგროვდა და მან გაიმეორა შუმახერის რეკორდი. უკვე შემდეგ ეტაპზე – პორტუგალიის გრანპრიზე ჰემილტონს შეუძლია სუფთა პირველ ადგილზე გადავიდეს ფორმულა 1-ში მოგებების რაოდენობით.

„გილოცავთ, ეს შთამბეჭდავი მიღწევაა. არ ვუარყოფთ, რომ გვინდოდა ეს რეკორდები მიხაელს დარჩენოდა, მაგრამ, როგორც თავად მიხაელი ამბობდა, რეკორდები იმისთვის მყარდება, რომ ვიღაცამ ისინი გააუმჯობესოს“, – დაწერა მიხაელ შუმახერის „ინსტაგრამში“ ლეგენდარული პილოტის ოჯახმა.

კვირას გამართული რბოლის შემდეგ, ლუის ჰემილტონს რეკორდის გამეორება მიულოცა მიხაელ შუმახერის ვაჟმა მიკ შუმახერმა. მან მამის ჩაფხუტი აჩუქა ბრიტანელს.

დღეისთვის, ჰემილტონი 66 ქულით უსწრებს გენერალურ კლასიფიკაციაში უახლოეს მდევარს და ახლოს არის კარიერაში მეშვიდე ტიტულთან, რაც იმავე მიხაელ შუმახერის რეკორდის გამეორება იქნება.