შუმახერის ბოლიდი აუქციონზე გაიყიდება
შუმახერის ბოლიდი აუქციონზე გაიყიდება

„ფორმულა 1“-ის ბოლიდი Ferrari F2002, რომლითაც ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა მიხაელ შუმახერმა მეხუთე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდება.

ვაჭრობა 30 ნოემბერს გაიმართება, აბუ დაბის გრანპრის ჩატარების დღეს, – ამის შესახებ წერს სააუქციონო სახლის პრესსამსახური. გასაყიდად გამოტანილი იქნება სხვა ნივთებიც, მათ შორის შასი და „ფორმულა 1“-ის მანქანების სხვა ნაწილები.

მიღებული თანხის ნაწილი გადაირიცხება მიხაელ შუმახერის ფონდში, რომელიც დააარსა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ოჯახმა. მსგავსი აუქციონი პირველად ჩატარდება.