შუმახერი უკეთესად არის
შუმახერი უკეთესად არის

29 დეკემბერს მიხაელ შუმახერის ინციდენტის შემდეგ ზუსტად ხუთი წელი გავა.

ლეგენდარულმა გერმანელმა ავტომრბოლელმა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიიღო. მას შემდეგ შუმახერი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მკურნალობს. მისი მკურნალობის ფასი კი ყოველ კვირას 50.000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მარტში შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობაში პროგრესი არ შეინიშნებოდა, ამჟამად ექიმები აცხადებენ, რომ „შუმი“ მცირე პროგრესს განიცდის, რაც ხუთ წელიწადში პირველად მოხდა. 3 იანვარს შუმახერს 50 წელი შეუსრულდება.