შულაიამ „დინამოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა – ფეხბურთელი „მეზოკოვეშდში“ არ მიდის

08:29, 18.05.2020

უნგრული გამოცემა csakfoci.hu-ის ინფორმაცია, რომ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში, თბილისის „დინამოს“ ფლანგის თავდამსხმელი აკაკი შულაია უნგრეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის „მეზოკოვეშდში“ ითამაშებდა, არასწორი გამოდგა.

23 წლის ფეხბურთელის მენეჯერს უნგრულ გუნდთან მოლაპარაკება არ ჰქონია. შულაიას თბილისის „დინამოსთან“ ხელშეკრულება უმთავრდებოდა, მაგრამ საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა „დინამოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში რჩება.

აკაკი შულაიასა და თბილისის „დინამოს“ ახალი შეთანხმება ერთწლიანია, მაგრამ ახალ კონტრაქტში ფეხბურთელის უფლება სრულადაა დაცული და წერია, რომ შულაიას გუნდის დატოვება ნებისმიერ დროს შეუძლია. ამის წინაპირობა კონტრაქტის პუნქტია, სადაც კონკრეტული თანხა წერია – თუ დაინტერესებული გუნდი ამ თანხას გადაიხდის, აკაკი შულაიას დაიმატებს.

მსგავსი