„შტურმს“ ლიდერმა სძლია - კიტეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
„შტურმს“ ლიდერმა სძლია - კიტეიშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერს, „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და ტურის და სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 2:0 დამარცხდა.

საჩემპიონო ჯგუფის ლიდერების შეხვედრა გრაცში გაიმართა. ოთარ კიტეიშვილი სათადარიგოებში იყო და „შტურმის“ მწვრთნელმა მოედანზე მეორე ნახევარში შეტევის გასაძლიერებლად შეუშვა.

გრაცელთა მწვრთნელის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. „ზალცბურგმა“ გადამწყვეტი უპირატესობა შესვენების შემდეგ მოიპოვა, კაპალდოს (54) და სესკოს (73) გოლებით გაიმარჯვა და ჩემპიონობისკენ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

26 ტურის შემდეგ „ზალცბურგმა“ 35 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან გრაცის „შტურმთან“ (30) უპირატესობა გაზარდა.

კიტეიშვილის გუნდი ვიცე-ჩემპიონობით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. თუმცა, სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე „შტურმი“ მესამეადგილოსან „ლასკს“ მხოლოდ 3 ქულით ასწრებს.