„შტურმმა“ ოთარ კიტეიშვილის ასისტით მოიგო #1TVSPORT
„შტურმმა“ ოთარ კიტეიშვილის ასისტით მოიგო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა თავი ავსტრიის ბუნდესლიგაში ისევ გამოიჩინა და გუნდს „რიდთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 1:0.

ავსტრიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრის ბედი საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე გადაწყდა. 86-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველის გადაცემით სტუმრებს იაკობ ჰოდლმა გაუტანა. გიზი მამაგეიშვილი „შტურმის“ შემადგენლობაში მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.

***

სლოვაკეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ჩემპიონატში ლიდერობდნენ – ცოტნე კაპანაძის და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ“ გურამ კაშიას „სლოვანი“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. მოედანზე მხოლოდ კაპანაძე იყო – კაშია დაასვენეს, გაგუა კი ტრავმირებულია.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ საშინაო კედლებში გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკს“ დაუზავდა – 1:1. პირველი წუთებიდან მოედანზე ძოწენიძე იყო, ტრნავას ლეგიონერები კი შეცვლაზე შევიდნენ.

სანდრო ნარიმანიძე სათადარიგოებს შორის დარჩა „ჟილინაში“, რომელმაც შინ „კომარნოს“ 1:0 სძლია.

ამ მოგებით „სლოვანმა“ (42) ლიდერობა განიმტკიცა და კონკურენტ „დუნაისკასთან“ (38), „ჟილინასა“ (37) და „ტრნავასთან“ (36) უპირატესობა გაზარდა.