„შტურმმა“ ისევ წააგო, კიტეიშვილი მაინც საუკეთესოა
„შტურმმა“ ისევ წააგო, კიტეიშვილი მაინც საუკეთესოა

გრაცის „შტურმმა“ ავსტრის ბუნდესლიგის 28-ე ტურის მატჩი ჩაატარა და დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილის გუნდმა ამჯერად ბუნდესლიგის ერთ-ერთ ლიდერს, პაშინგისლასკს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. გუნდის ოფიციალური ვებგვერდის შეფასებით, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სწორედ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი იყო.

კიტეიშვილის გადაცემით, 59-ე წუთზე მის თანაგუნდელს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო – ამ დროს, „შტურმი“ 0:1-ს აგებდა, მაგრამ ამ შანსით გრაცელთა თავდამსხმელმა ვერ ისარგებლა და საბოლოოდ, გუნდმა მორიგი მატჩი წააგო – 0:2.

„შტურმმა“ ავსტრიაში სეზონის განახლების შემდეგ მეშვიდე მატჩი ჩაატარა და მეხუთე მარცხი იწვნია, ამ პერიოდში კი მხოლოდ ერთხელ მოიგო. გუნდი 27 ტურის შემდეგ 19 ქულით ფინალურ ექვსეულში ბოლო ადგილზეა.

დატოვე კომენტარი