„შტურმისა“ და „მლადას“ მატჩი ფრედ დასრულდა - ოთარ კიტეიშვილი მწვრთნელმა დაასვენა #1TVSPORT
„შტურმისა“ და „მლადას“ მატჩი ფრედ დასრულდა - ოთარ კიტეიშვილი მწვრთნელმა დაასვენა #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრა ჩეხეთის პირველი დივიზიონის „მლადა ბოლესლავთან“ გამართა და 1:1 დაასრულა.

ოთარ კიტეიშვილი განაცხადში არ იყო, რადგან „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ ზეუმელმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმრავლესობა დაასვენა.

12 ივლისს, შაბათს „შტურმი“ უკრაინის პირველი დივიზიონის მეოთხეადგილოსან ჟიტომირის „პოლესიეს“ დაუპირისპირდება, სადაც გიორგი მაისურაძე თამაშობს.