„შტურმის“ პრესსამსახური - კიტეიშვილის მდგომარეობა წინასწარ ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა
„შტურმის“ პრესსამსახური - კიტეიშვილის მდგომარეობა წინასწარ ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ვოლფსბერგერთან“ დაშავებული ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობა უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი დიაგნოზით იყო ცნობილი.

მე-18 ტურში გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძისვოლფსბერგერთან“ მატჩის 66-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი ტრავმა იყო. გრაცელთა ოფიციალური გვერდი იუწყებოდა, რომ ქართველი გუნდს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებოდა.

ოთარ კიტეიშვილი მარტის სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს. ამაზე მიუთითებს ligaportal-ში გამოქვეყნებული წერილი, სადაც ქართველის მდგომარეობაზე არასასიამოვნო ამბები შევიტყვეთ.

„გრაცის „შტურმში“ ტრავმირებულ მოთამაშეთა რაოდენობა მატულობს. ბუნდესლიგის გუნდმა ორშაბათს დილით გამოაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაშავდა. მათ შორისაა ოთარ კიტეიშვილი, რომელიც „ვოლფსბერგერთან“ იძულებით შეცვალეს. წინასწარმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას მარცხენა ფეხის კუნთების უფრო სერიოზული დაზიანება აქვს, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ. მომდევნო კვირაში MRI-ის სკანირების შედეგად დაზიანების ზუსტი ხარისხი უნდა დადგინდეს. ცხადია, ქართველს რამდენიმეკვირიანი პაუზის აღება მოუწევს“, – წერია „შტურმის“ განცხადებაში.

ამგვარად, 24 წლის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებს მარტის სანაკრებო მატჩებშიც ვერ დახმარება. შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა გასულ შემოდგომაზე ტრავმის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩები გამოტოვა.

დატოვე კომენტარი