„შტურმის“ დირექტორი - კიტეიშვილის ტრანსფერში 1,5 მილიონი მეტისმეტად ცოტაა
„შტურმის“ დირექტორი - კიტეიშვილის ტრანსფერში 1,5 მილიონი მეტისმეტად ცოტაა

სტამბოლის „ფენერბახჩეში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ წელს „შტურმი“ ისეთ სეზონს ვერ ატარებს, როგორც ჩვენ გვსურს, უცხოური კლუბების ინტერესი არაერთმა მოთამაშემ მიიპყრო. ერთ-ერთი მათგანი ოთარ კიტეიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამტკიცებენ რომ ქართველი „ფენერბახჩეს“ ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ჩვენ მის ტრანსფერზე არავისთან შევთანხმებულვართ, რადგან ჯერ კონკრეტული შემოთავაზება არ მიგვიღია, როგორც მედია წერს“, – აცხადებს გრაცელთა სპორტული დირექტორი „კრონენ ცაიტუნგთან“.

ამავე დროს, ანდრეას შიკერმა განცხადება გააკეთა ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თურქული გრანდი ქართველი ლეგიონერის საფასურად ავსტრიელებს 1,5 მილიონ ევროს სთავაზობს

კიტეიშვილი 24 წლისაა და მისი კონტრაქტი ძალაში 2022 წლამდეა. ინტერესი რომც იყოს, ტრანსფერს ამ მცირე თანხაზე არც დავთანხმდებით. ეს რომელიმე გუნდმა რომ მოისურვოს, წინასწარ ვეტყვით, რომ დრო დაზოგონ – 1,5 მილიონი ევრო კიტეიშვილში არარეალურად ცოტაა. ჩვენი გუნდის მთავარი შემოქმედი მოთამაშის საფასური გაცილებით მეტია“, – აცხადებს ანდრეას შიკერი.