„შტურმი“ შინ „რაპიდთან“ დამარცხდა - კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგის ახალ სეზონში გრაცის „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე ვენის „რაპიდს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ ქართველი ნახევარმცველის დარტყმას გოლი მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ ეს ბურთი „რაპიდის“ მცველის, ჟან მარსელინის ავტოგოლად ჩაითვალა.
„რაპიდმა“ სამწუთიან მონაკვეთში თამაშის შემოტრიალება მოახერხა. 67-ე წუთზე მასპინძლებს პეტერ დალიმ გაუტანა, 70-ე წუთზე კი კალუდი მბუიმ სტუმრები წინ გაიყვანა და მოქმედი ჩემპიონი სეზონში პირველად დამარცხდა.