შთამბეჭდავი სტატისტიკა - წელს საქართველოს ნაკრებებში 42-მა დინამოელმა ითამაშა #1TVSPORT
შთამბეჭდავი სტატისტიკა - წელს საქართველოს ნაკრებებში 42-მა დინამოელმა ითამაშა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ პრესსამსახურმა შთამბეჭდავი სტატისტიკა გამოაქვეყნა – როგორც გაირკვა, საქართველოს ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრების ფორმა 2021 წელს 42-მა დინამოელმა მოირგო.

ეროვნული ნაკრები

საბა ხვადაგიანი და დავით კობოური

U21 ნაკრები

ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა კუტალაძე, ლუკა გაგნიძე, თორნიკე ჯანგიძე, ლევან ხარაბაძე, სანდრო კალანდაძე და თორნიკე მორჩილაძე.

U19 ნაკრები

ბადრი გოგობერიშვილი, გიორგი გვიშიანი, გიორგი ჩხეტიანი, ნიკა სიხარულაშვილი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, დავით გოგოტიშვილი, მიხეილ მაქაცარია, ნიკა უგრეხელიძე, მუხრან ბაგრატიონი, პაპუნა ბერუაშვილი, ნიკა ცხოვრებაშვილი, საბა გეგიაძე, გიორგი უბილავა, არჩილ დათუაშვილი, ჯადული იობაშვილი და თემური გოგნაძე.

U17 ნაკრები

თენგო გობეშია, გაბრიელ სიგუა, გიორგი ფარცვანია, ამინ კარაევი, ნიკა ნინიძე, საბა ხარჩილავა, ლუკა პარკაძე, თენგო ალიბეგაშვილი, გიორგი სურმავა, აკაკი გიუნაშვილი, ლუკა შეროზია, გიორგი რობაქიძე, ალექსი ფეიქრიშვილი, ლუკა უკლება და სანდრო ლიპარტელიანი.

აქვე ვიტყვით, რომ „დინამო თბილისის“ მცველი საბა ხვადაგიანი 2021 წლის საუკეთესო 19 წლამდე ფეხბურთელად დასახელდა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედალი გადაეცა. ასევე საუკეთესოდ აღიარეს „დინამოს“ აკადემიის ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა, რომელმაც ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედალი 17 წლამდე ფეხბურთელთა შორის დაიმსახურა.

მანამდე ანალოგიური სტატისტიკა „საბურთალომ“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეროვნულ და ყველა ასაკობრივ ნაკრებში 2021 წელს კლუბის 22 აღზრდილი მიიწვიეს. ჯერჯერობით, სხვა კლუბებს მსგავსი სტატისტიკა არ გამოუქვეყნებიათ.