შსს თბილისის ზღვაზე პატრულის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს იძიებს
შსს თბილისის ზღვაზე პატრულის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 7 იანვარს მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. დაჭრილი პატრულის თანამშრომელია. შსს-ში განმარტავენ, რომ მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველები ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ“, – აცხადებენ შსს-ში.