შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანთა გამოკითხვა გრძელდება
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანთა გამოკითხვა გრძელდება

შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოყოფილ საქმეზე არასრულწლოვანთა გამოკითხვა გრძელდება.

უწყებაში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი არასრულწლოვანი კანონიერ წარმომადგენელთან ერთად შევიდა. ის გამოკითხვაზე დედასთან ერთად მივიდა, თუმცა მშობელს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შსს-ს ინფორმაციით, საქმის ფარგლებში გამოკითხვები დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გუშინ უწყებაში 10 მოზარდი გამოიკითხა. ადვოკატებმა მედიასთან საქმის დეტალებზე არ ისაუბრეს. მათი თქმით, გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოყოფილი საქმე მნიშვნელოვანია და შსს მნიშვნელოვან გარემოებებზე მუშაობს.