შსს - პეკინის გამზირზე დაშავებული მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
შსს - პეკინის გამზირზე დაშავებული მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პეკინის გამზირზე დაშავებული მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

„პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში.

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.