შსს-მ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
შსს-მ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, დ.ბ.-მ , პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო.

ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი