შსს - კიკეთში მკვლელობისა და დაჭრის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია
შსს - კიკეთში მკვლელობისა და დაჭრის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია

კიკეთში დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განაცხადეს შსს-ში.