კორონავირუსის გამო, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს შესაძლოა, მაყურებელი არ დაასწრონ
კორონავირუსის გამო, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩს შესაძლოა, მაყურებელი არ დაასწრონ

სერია A-ს 26-ე ტურის მთავარი მატჩი „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის, რომელიც პირველ მარტს უნდა გაიმართოს, შესაძლოა, ტურინში ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდეს. ამის მიზეზი იტალიაში კორონავირუსის გავრცელებაა. მეორე ვარიანტია მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება.

„გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, იტალიის მთავრობა ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში 26-ე ტურის მატჩების ჩატარებას მაყურებლის გარეშე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ კვირას გადაიდო იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ოთხი მატჩი: „ინტერი“-„სამპდორია“, „ატალანტა“-„სასუოლო“, „ვერონა“-„კალიარი“ და „ტორინო“-„პარმა“.

იტალიაში უკვე შვიდი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსისგან, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ევროპული ქვეყნებისთვის. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დატოვე კომენტარი