შს მინისტრის ახალ მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა
შს მინისტრის ახალ მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

​შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. თანამდებობაზე დანიშვნამდე ცაციაშვილი სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ახალი მოადგილე პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. პროფესიით სამართალმცოდნე ნინო ცაციაშვილი 2017-2019 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2014 წლიდან 2017 წლამდე ის საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად საქმიანობდა. 2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე. 2007-2008 წლებში იყო ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი. 2016-2018 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, მიწვეულ ტრენერად.

ნინო ცაციაშვილი არის მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ექვსი მოადგილე ჰყავს, პირველი მოადგილის თანამდებობას კახა საბანაძე იკავებს, ასევე მინისტრის მოადგილეებად მუშაობენ ნინო ჯავახაძე, ლევან კაკავა, ვლადიმერ ბორცვაძე, იოსებ ჭელიძე და ნინო ცაციაშვილი.

დატოვე კომენტარი