შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა
შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება ამჯერად დედაქალაქ კოლომბოდან 40 კილომეტრში მდებარე პუგოდას რაიონში მოხდა.

მომხდარის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივ ხელისუფლებაში ასევე ვერ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის შედეგად 359 ადამიანი დაიღუპა. 500-ზე მეტი საავადმყოფოში რჩება.