შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა

08:43, 22.04.2019

შრი-ლანკაზე ეკლესიებსა და სასტუმროებში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რვა აფეთქების შედეგად 500 ადამიანია დაშავებული.

აფეთქებებთან დაკავშირებით შრი-ლანკის პრეზიდენტი 22 აპრილს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. ქვეყნის ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

შრი-ლანკის სამ ეკლესიაში და ოთხ სასტუმროში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო ორგანიზაციას ან დაჯგუფებას არ აუღია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილ ისლამისტურ ჯგუფს უკავშირდება.

მსგავსი