შოტლანდიური გამოცემა - ქართველებს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავთ, მაგრამ შოტლანდია მაინც გაუსწრებს #1TVSPORT
შოტლანდიური გამოცემა - ქართველებს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავთ, მაგრამ შოტლანდია მაინც გაუსწრებს #1TVSPORT

„სკოტლანდ ფუტბოლმა“ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრასთან დაკავშირებით A ჯგუფის მეტოქეებზე წერილი გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრების შესახებ საინტერესო ანალიზი გააკეთა.

„ისტორიას თუ გადავხედავთ, შოტლანდიასა და საქართველოს ურთიერთშეხვედრებში თითქმის თანაბარი მაჩვენებლები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციის მხრივ ბევრად წარმატებული ეროვნული გუნდი შოტლანდიაა, „ჯვაროსნებმა“ სკოტებს ორი მოუგეს (ორი წააგეს) – ბოლო მატჩი იყო თბილისში, რომელშიც საქართველომ 1:0 იმარჯვა და შოტლანდია კინაღამ ევრო 2016-ის მიღმა დატოვა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა ვილი სანიოლია, რომელმაც 2021 წლის თებერვალში დანიშვნის შემდეგ 20 თამაშიდან 10 მოიგო – თუმცა, „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგაზე მატჩების უმეტესობა თავისი დონის მეტოქეებთან ითამაშეს.

ქართველებს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავთ, მაგრამ შოტლანდია მაინც გაუსწრებს. გამორჩეული მოთამაშეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლში“ შთამბეჭდავად თამაშობს, მისი გუნდი კი სერია A-ში პირველი ადგილზეა“.

 

საკვანძო მოთამაშე: ხვიჩა კვარაცხელია

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ (54, 139 ტევადობა)

სხვა ცნობილი ფეხბურთელები: გურამ კაშია, გიორგი მამარდაშვილი.

საუკეთესო შედეგი: მე-3 ადგილი ევრო 1996 წლის შესარჩევში.