შოტლანდიის ნაკრებში ბელგიელი მწვრთნელი დანიშნეს #1TVSPORT

22:46, 16.08.2026

შოტლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი 39 წლის სებასტიან პოკონიოლი გახდა. ბელგიელი სპეციალისტი ივნისის დასაწყისში „მონაკოდან“ გაათავისუფლეს, რომელმაც გასული სეზონი ლიგა 1-ში მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

„პოკონიოლიმ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შოტლანდიის ნაკრებს უეფა-ს ერთა ლიგის ახალ სეზონში უხელმძღვანელებს.

სებასტიანი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელი ევროპაში. თავის სადებიუტო სეზონში მან „უნიონს“, პირველად 90 წლის განმავლობაში, ბელგიის ლიგა მოაგებინა და გუნდი თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, ასევე მოიგო ბელგიის სუპერთასი.

მას შემდეგ, რაც ის გახდა ბელგიის საუკეთესო მწვრთნელი, 2025 წელს „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს“, – წერია შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა პოსტი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

მსგავსი