შოტლანდიის კონსერვატორული პარტიის ლიდერი რუთ დევიდსონი გადადგა
შოტლანდიის კონსერვატორული პარტიის ლიდერი რუთ დევიდსონი გადადგა

შოტლანდიის კონსერვატორული პარტიის ლიდერი რუთ დევიდსონი გადადგა. წერილში, რომელიც მან გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის პატივს სცემს რეფერენდუმის შედეგებს, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ასახულიყო ბიზნესსექტორსა და მოსახლეობაზე.

დევიდსონი ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გამოსვლის აქტიური მოწინააღმდგე იყო.

წერილში დევიდსონი აღნიშნავს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობასთან ერთად, თანამდებობის დატოვების მთავარი მიზეზი ოჯახთან ერთად უფრო მეტი დროის გატარების სურვილია.