შოტლანდიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება - „სელტიკი" ზედიზედ მეცხრედ გახდა ჩემპიონი
შოტლანდიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება - „სელტიკი" ზედიზედ მეცხრედ გახდა ჩემპიონი

შოტლანდიის ჩემპიონატი საბოლოოდ შეაჩერეს დასრულებიდან რვა ტურით ადრე – „სელტიკი” ისევ ჩემპიონი გახდა.

კლუბების წარმომადგენელთა კრებაზე შეთანხმდნენ, რომ სეზონის დასრულება არ მოხერხდება. საბოლოო ცხრილის მოდელირება მოხდა თამაშში ქულების საშუალო რაოდენობის პრინციპით. საბოლოოდ, ცხრილში ერთადერთი ცვლილებაა – „ჰიბერნიანმა” და „სტ. ჯონსტონმა” გაცვალეს მეექვსე და მეშვიდე ადგილები. „ჰართსი” ჩემპიონშიფში გავარდა, „სელტიკი” კი ზედიზედ მეცხრედ გახდა ჩემპიონი – ნილ ლენონის გუნდს 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა სტივენ ჯერარდის „რეინჯერსთან”.

ახლა, „სელტიკს” 51 ტიტული აქვს, „რეინჯერსს” – 54.

შოტლანდიაში ბოლო ჩემპიონატი, რომელშიც ვერც „სელტიკმა” და ვერც „რეინჯერსმა” გაიმარჯვა, 1984-85 წლების სეზონში ჩატარდა. მაშინ პირველ ადგილზე გავიდა სერ ალექს ფერგიუსონის „აბერდინი”.