შოტლანდიაში რობერტო მანჩინისთვის მოქალაქეობის მიცემის წინადადებით გამოვიდნენ #1TVSPORT
შოტლანდიაში რობერტო მანჩინისთვის მოქალაქეობის მიცემის წინადადებით გამოვიდნენ #1TVSPORT

შოტლანდიური გამოცემა The National გამოვიდა წინადადებით – შოტლანდიის მოქალაქეობა მიანიჭონ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ.

„ჩვენ გვყავს რობერტ ბრიუსი. მოდით ახლა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაჩნდეს რობერტო ბრიუსი. ვთავაზობთ ჩვენს მკითხველებს მხარი დაუჭირონ ინიციატივას და დავაჯილდოვოთ მანჩინი შოტლანდიის წინაშე დამსახურებებისთვის“, – წერია განცხადებაში.

სწორედ ამ გამოცემამ გამოიტანა თავის გარეკანზე რობერტო მანჩინის ფოტო, რომელშიც იტალიელი სპეციალისტი ფილმ „მამაცი გულის“ მთავარი გმირის ხასიათშია წარმოდგენილი.