შოტლანდიაში ფიქრობენ, რომ „რეინჯერსის“ მომავალი მწვრთნელი არველაძე იქნება #1TVSPORT
შოტლანდიაში ფიქრობენ, რომ „რეინჯერსის“ მომავალი მწვრთნელი არველაძე იქნება #1TVSPORT

შოთ არველაძე თავისი ყოფილი კლუბის, გლაზგოს „რეინჯერსის“ წარმატებას გამოეხმაურა, რომელმაც შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.

რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონია! 10 წლის განმავლობაში პირველად! 55 ჩემპიონობა“ – ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა მილოცვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რეინჯერსს“ შოტლანდიის პირველი გუნდის სტატუსი 10-წლიანი პაუზის შემდეგ სტივენ ჯერარდმა დაუბრუნა. გუნდმა ჩემპიონის ტიტული ბოლოს 2011 წელს მოიპოვა, მაგრამ მერე კლუბში ფინანსური არეულობა დაიწყო, ხოლო 2012 წელს შოტლანდიის ქვედა ეშელონში დააქვეითეს, პრემიერლიგაში კი ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა.

ეს იყო პირველი წარმატება „ლივერპულისა“ და ინგლისის ყოფილი კაპიტნის სტივენ ჯერარდისთვის, რომელმაც გუნდი 2018 წელს ჩაიბარა. გლაზგოელებმა ამით მსოფლიო რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესეს – ისინი ქვეყნის ჩემპიონები 55-ჯერ გახდნენ, რაც ერთით მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ ირლანდიის „ლინფილდის“ ტიტულები.

მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სტივენ ჯერარდმა გუნდი დატოვოს და ზაფხულში „ლივერპულში“ გადავიდეს. რაც მთავარია, როგორც ჩანს, მის მემკვიდრედ შოტლანდიაში გარკვეული წრე შოთა არველაძეს მოიაზრებს. ამის შესახებ ის კომენტარები მეტყველებს, რომელიც შოთა არველაძის მილოცვას მოყვა.

„შოთა არველაძე „რეინჯერის“ შემდეგი მენეჯერია (მთავარი მწვრთნელი)“, – წერენ გლაზგოური კლუბის ფანები. ქართველები ასე ეხმაურებიან: „ჯერარდი ზაფხულში „ლივერპულში“ წავა. შოთი, „რეინჯერსის“ გასაწვრთნელად მგონი შენ ჩახვალ. გლაზგოელები წელს ლიგაზე ითამაშებენ, თანაც, ამდენი წვალების მერე, კარგი გუნდი ჩამოყალიბდა“.