შოტლანდია უკრაინასთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩის გადადებას დათანხმდა #1TVSPORT
შოტლანდია უკრაინასთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩის გადადებას დათანხმდა #1TVSPORT

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მატჩი შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის შესაძლოა სხვა დროისთვის გადაიდოს, რათა უკრაინის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნოს.

თამაში 24 მარტს გლაზგოშია დაგეგმილი, თუმცა უცნობია შეძლებენ თუ არა ამ თარიღისთვის ყვითელ-ლურჯები შემადგენლობის შეკრებას, რადგან უკრაინის ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა უკრაინაში რჩება და რუსეთის აგრესიის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებენ.

ღირსეულად მოიქცა შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობა, რომელმაც წერილი მისწერა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას, რომელშიც გამოხატა მხარდაჭერა და განზრახვა, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა მატჩის ორგანიზებისთვის, იუწყება The Guardian.

ფორმალურად, თამაში ჯერ კიდევ არ არის გადატანილი. გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაიმართება თუ არა თამაში 24 მარტს, უეფა კვირის ბოლომდე მიიღებს.