შოთამ რუბიკონი გადალახა - „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჩავის გუნდს შეხვდება
შოთამ რუბიკონი გადალახა - „ფახთაქორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაში ჩავის გუნდს შეხვდება

შოთა არველაძის „ფახთაქორმა“ დიდ წარმატებას მიაღწია – უზბეკეთის წარმომადგენელი აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

45 წლის ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად დუბაის სტადიონზე „ალ ნასრი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს სწორედ ის ბოლო ნაბიჯი იყო, რომელიც უზბეკებს აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე აშორებდათ.

შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის „ფახთაქორი“ ქართველმა მწვრთნელმა 2017 წელს ჩაიბარა და ამ პერიოდში უზბეკეთის საუკეთესო უცხოელი მწვრთნელი გახდა.

ჯგუფურ ეტაპზე ტაშკენტის კლუბის მეტოქეები იქნებიან საუდის არაბეთის „ალ აჰლი“, ყატარის „ალ სადი“ და ირანული „პერსეპოლისი“. საინტერესოა, რომ არველაძის გუნდის ერთ-ერთი მეტოქე, ყატარის „ალ სადი“ გახლავთ, სადაც „ბარსელონას“ და ესპანური ფეხბურთის 39 წლის ლეგენდა, ჩავი ერნანდესი თამაშობს.

დატოვე კომენტარი