შოთაძე და ცოფურაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
შოთაძე და ცოფურაშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

დღეს, ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ტურნირზე ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში – 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში გამოვლინდნენ.

ხვალ კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის ორი ქართველი – გიორგი შოთაძე (63 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) იჭიდავენენ.

შოთაძემ ფინალის საგზურისთვის თურქ ისმაილ ჩულფას 6:3 სძლია, ცოფურაშვილმა კი ნახევარფინალში სომეხი ალბერტ ვარდანიანი 6:0 დაამარცხა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი ხვიჩა ანანიძე (77 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან აგრძელებს.