შოთა შეყილაძემ ახალ გუნდში დუბლი შეასრულა - ყაზახეთში კიდევ ორი ქართველი გადავიდა #1TVSPORT
შოთა შეყილაძემ ახალ გუნდში დუბლი შეასრულა - ყაზახეთში კიდევ ორი ქართველი გადავიდა #1TVSPORT

ყაზახეთში კარიერას კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი გააგრძელებს – თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები, თორნიკე ძებნიაური და შოთა შეყილაძე ასტანის „ჟენისში“ ჩაირიცხნენ და სადებიუტო თამაშებიც ჩაატარეს.

ყაზახეთის ჩემპიონატის I დივიზიონში (რანგით მეორე ლიგა) ძებნიაურმა და შეყილაძემ უკვე ითამაშეს ახალი კლუბში – ეს „თარაზთან“ ყაზახეთის თასის გათამაშებაში მოხდა, სადაც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

შეყილაძემ 23-ე და 24-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და გუნდი 2:0 დააწინაურა. ამის შემდეგ მეტოქე 10 მოთამაშით დარჩა, 76-ე წუთზე კი მეორე ფეხბურთელიც გაუძევეს. ამის მიუხედავად, 9 მოთამაშით დარჩენილმა „თარაზმა“ თამაში გადაარჩინა და 2:2 დაასრულა.

ძებნიაურისა და შეყილაძისჟენისის“ ჯგუფშია ბექა ქავთარაძის „იელიმაი“, რომელმაც თასის გათამაშების მეორე ტურში „არისი“ 3:0 დაამარცხა, ქართველი თავდამსხმელი კი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.