შოთა არველაძე ნაკრებში ვატო არველაძის გამოძახებაზე - ამაყები ვართ შენით! ისტორია გრძელდება! [ვიდეო]
შოთა არველაძე ნაკრებში ვატო არველაძის გამოძახებაზე - ამაყები ვართ შენით! ისტორია გრძელდება! [ვიდეო]

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვატო არველაძე გამოიძახა – „ჯვაროსნების” დამრიგებელმა პოლონური „კორონასთავდამხმელი იმ ფეხბურთელებს შორის დაასახელა, რომლებიც შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრისთვის მოემზადებიან.

ვატო არველაძე ამ განაცხადში საქართველოს ნაკრების ერთადერთი დებიუტანტია. საქართველოს ნაკრებში ძმიშვილის გამოძახებას შოთა არველაძე გამოეხმაურა, რომელიც ტაშკენტის „ფახტაკორის” მთავარი მწვრთნელია.

„ვატო, ძალიან ამაყები ვართ შენით! წარმატებები ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ისტორია გრძელდება!” – წერს საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი ფეისბუქის გვერდზე.

ვატო არველაძემ პოლონეთის ექსტრაკლასას საგაზაფხულო ეტაპი კარგად დაიწყო და ბოლო ტურში კრაკოვის „ვისლას” 2 გოლი გაუტანა. ის საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე გახლდათ. „კორონაში” კი, 20 წლის თავდამსხმელი 2018 წელს ჩაირიცხა.

საქართველოს ნაკრები ევრო2020-ს შესარჩევ ციკლს 23 მარტს „დინამო არენაზე” შვეიცარიასთან მატჩით გახსნის, 26 მარტს კი, დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება.