შოთა მიშველიძემ ოქროს ორი და ვერცხლის ერთი მედალი მოიპოვა
შოთა მიშველიძემ ოქროს ორი და ვერცხლის ერთი მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე შოთა მიშველიძემ ოქროს ორი და ვერცხლის ერთი მედალი მოიპოვა.

მიშველიძემ ატაცში 120 კგ. დაძლია და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. აკვრაში კი 146 კი
კგ. დააფიქსირა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

შოთა მიშველიძემ ორჭიდის ჯამში დაძლეული 266 კგ-ით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ შეჯიბრზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება.

დატოვე კომენტარი