შოთა მიშველიძემ მეოთხე ადგილი დაიკავა

20:51, 19.09.2019

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ ( 61 კგ. ) ატაცში 130 / 135 კგ. დაძლია და მე-4 საფეხურზე გავიდა.

აკვრაში ძალოსანი 152 კილოგრამს გაუმკლავდა, ორჭიდის ჯამში კი 287 კილოგრამი დააფიქსირა.

მსგავსი