შოთა მიშველიძე ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა გუნდმა ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა.
შოთა მიშველიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა და აკვრაში საქართველოს ახალი რეკორდიც დაამყარა.
მიშველიძემ აკვრაში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (148.157.163.) ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია.
ძალოსანს ატაცში გამარჯვებამდე მხოლოდ 1 კილოგრამი დააკლდა. სპორტსმენმა პირველი მისვლა(130 კგ.) ვერ გამოიყენა, თუმცა დარჩენილ ორს(130.135) თავი იოლად გაართვა. საბოლოოდ მიშველიძე ატაცში მე-4 ადგილს დასჯერდა.