შოთა ხაბარელი - სპორტის დაფინანსებაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებები სპორტისთვის საშიშია
შოთა ხაბარელი - სპორტის დაფინანსებაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადებები სპორტისთვის საშიშია

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ხაბარელის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სპორტთან დაკავშირებული განცხადებები დიდი საშიშროებაა სპორტისთვის.

ხაბარელის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე გზას ადგას სპორტთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა, როდესაც გააუქმეს სპორტსკოლები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტის უნივერსიტეტი და საზოგადოება ფაქტიურად, სპორტის გარეშე დატოვეს.

როგორც ხაბარელი აცხადებს, გრიგოლ ვაშაძის განცხადებები მიუღებელია და სპორტს დაფინანსება კი არ უნდა მოაკლდეს, პირიქით უნდა გაიზარდოს.

გრიგოლ ვაშაძემ გერმანულ მედიასაშუალება„ დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში სპორტის დაფინანსებას სულელური ხარჯები უწოდა. ვაშაძის თქმით, საფეხბურთო პროგრამების, ბეისბოლისა და ჰოკეის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხებს  სოციალურ პროგრამებში, ასევე განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოიყენებს.