შოთა ხაბარელი - სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტს უკვე ის ადამიანები აკეთებენ, ვინც დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი პარტიიდან გავიდნენ და მავნებლობენ​
შოთა ხაბარელი - სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტს უკვე ის ადამიანები აკეთებენ, ვინც დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი პარტიიდან გავიდნენ და მავნებლობენ​

სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტს უკვე ის ადამიანები აკეთებენ, ვინც დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი პარტიიდან გავიდნენ და მავნებლობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენენ.

„​​ეს უკვე აღარ არის სერიოზული. უკვე ყველა ზღვარს გადასცდა სიტუაცია. ეს არის ზუსტად მიზანმიმართული მავნებლობა, რასაც ოპონენტების მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტს უკვე ის ადამიანები აკეთებენ, ვინც დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი პარტიიდან გავიდნენ და მავნებლობენ. ეს არის ყველაზე ცუდი.

აქ ვართ იმისათვის, რომ საქმე ვაკეთოთ, მოსულია ეროვნული ბანკის მმართველი და მას უნდა მოვუსმინოთ. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთი მავნებლობა არავითარ შემთხვევაში არ გაგივათ. თქვენ აღარ იცავთ პროცედურას და აღარაფერს აღარ იცავთ. ამათ ნუ დაემსგავსებით, ძალიან გთხოვთ. ამათ ისედაც ავნეს ქვეყანას, დაანგრიეს, გააფუჭეს და ახლა თქვენც ნუ აუბამთ მხარს“, – განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის წევრებს, შოთა ხაბარელს, დავით ჭიჭინაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პროცედურულ საკითხებს მოჰყვა. ხაბარელმა ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოსმენისას პროცედურულ საკითხებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ნუ აყვებოდნენ.