შოთა არველაძის წარმატებული სტარტი ინგლისში - „ჰალ სიტიმ“ „სუონსი“ დაამარცხა #1TVSPORT
შოთა არველაძის წარმატებული სტარტი ინგლისში - „ჰალ სიტიმ“ „სუონსი“ დაამარცხა #1TVSPORT

შოთა არველაძემ ინგლისში საქმიანობა წარმატებით დაიწყო. „ჰალ სიტიმ“, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ქართველი სპეციალისტი დაინიშნა, პირველ მატჩში „სუონსი სიტის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან „სუონსი“ მატჩამდე 24-გუნდიან პრემიერშიფში მე-17 ადგილზე იყო, ხოლო შოთა არველაძის გუნდი – მე-19 პოზიციაზე.

ჰალ სიტიმ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა – მე-5 წუთზე ანგარიში ტომ ივსმა გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე მასპინძელთა უპირატესობა კინ ლუის-პოტერმა გაზარდა.

საბოლოოდ, შეხვედრა არველაძის გუნდმა 2:0 მოიგო და ინგლისში პირველი ქართველი მწვრთნელის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

29 ტურის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ 32 ქულა დააგროვა, ქულებით „სუონსის“ გაუთანაბრდა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.