შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ „ფენერბაჰჩესთან“ მატჩი გადაარჩინა - უგრეხელიძემ „ქარაგიუმრუქის“ რიგებში ითამაშა #1TVSPORT
შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ თურქეთის სუპერლიგაში ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „ფენერბაჰჩე“ მიიღო და ურთულეს დაპირისპირებაში ქულა მოიპოვა – 1:1.
სტუმრებმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნეს. „ქასიმფაშას“ ახლო წარსულში მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, მარკო ასენსიომ გაუტანა. 45-ე წუთზე კი მასპინძლებს პორტუგალიელი ნახევარმცველი კაფუ გაუძევეს. რთულ ვითარებაში არველაძის გუნდმა მოახერხა და 64-ე წუთზე ბოსნიელი ნახევარმცველის, ჰარის ჰაირადინოვიჩის გოლით წონასწორობა აღადგინა.
ნიკოლოზ უგრეხელიძის „ქარაგიუმრუქი“ „სამსუნსფორს“ ესტუმრა და ბოლოსკენ გაშვებული გოლით 2:3 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა თურქულ კლუბში გადასვლის შემდეგ მეორედ ითამაშა, თუმცა მცირე ხნით, მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა.
თურქეთის სუპერლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „ქასიმფაშას“ 5 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა, ხოლო „ქარაგიუმრუქი“ (3) – ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე.