შოთა არველაძის გუნდი ისევ ჩემპიონობას უმიზნებს
შოთა არველაძის გუნდი ისევ ჩემპიონობას უმიზნებს

შოთა არველაძის გუნდმა, ტაშკენტის „ფახტაკორმა“ ახალი საფეხბურთო სეზონიც კარგად დაიწყო – ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად ერთ-ერთი კონკურენტი დიდი ანგარიშით დაამარცხა.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში „ფახტაკორის“ მეტოქე ახლო წარსულში უზბეკური ფეხბურთის ლიდერი „ბუნიოდკორი“ იყო, სადაც რამდენიმე წლის წინ ბრაზილიელი რივალდო თამაშობდა. არველაძის გუნდმა მოწინააღმდეგე 5:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმის შემდეგ არველაძის გუნდი 4:0-ს იგებდა. ერთ-ერთი გოლი ერენ დერდიოკმა გაიტანა – „ლევერკუზენის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელმაც შვეიცარიის ნაკრებში 60 გოლი გაიტანა.

ხუთი ტურის შემდეგ, „ფახტაკორი“ ოთხი მოგებითა და ერთი წაგებით (12 ქულა) პირველ ადგილზეა. ერთადერთი მატჩი ტაშკენტელებმა მე-4 ტურში აუტსაიდერ „სოგდიანასთა“” 0:1 წააგეს, რაც დიდი სენსაცია იყო, რადგან შოთა არველაძის ხელში კლუბმა უზბეკეთის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდის სტატუსი დაიბრუნა და 2019 წელს უზბეკეთის ჩემპიონატის და თასის გამარჯვებული გახდა.