შოთა არველაძის „ფახთაქორი“ უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

19:14, 20.11.2020

შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ტაშკენტის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონობა იზეიმა.

ქართველი სპეციალისტის კლუბი უზბეკეთის პირველობის გამარჯვებული ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გახდა.

„ფახთაქორმა“ ბოლო მატჩში „კოკანდომ-1912“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა, 59 ქულა მოიპოვა და უახლოეს მდევარს 14 ქულით გაასწრო.

შოთა არველაძე „ფახთაქორის“ ჩემპიონობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: „ზედიზედ მეორედ – ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ“.

აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

მსგავსი