შოთა არველაძეს უზბეკეთში დარჩენას სთავაზობენ
შოთა არველაძეს უზბეკეთში დარჩენას სთავაზობენ
ტაშკენტის „ფახტაკორი“ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ უზბეკურ გამოცემა „კვირის არგუმენტებთან“ უზბეკური საფეხბურთო კლუბის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ადისმანმა განაცხადა.
 
„შოთა არველაძემ, რომელსაც ცნობილი გუნდებში მუშაობის გამოცდილება გააჩნია, ორ წელიწადნახევარში საკმაოდ ღირსეულ შედეგებს მიაღწია. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მთავარი მწვრთნელი დარჩება. ამას დავამატებ, რომ არველაძე უზბეკეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი კონსულტანტია და მის მწვრთნელს, ვადიმ აბრამოვსაც დიდ დახმარებას უწევს. აბრამოვმა ნაკრები რთულ პერიოდში ჩაიბარა და მას სჭირდება შოთა არველაძის მხარდაჭერა, რომელმაც იცის ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშის სტილი და ნიუანსები“ – ამბობს ადისმანი.
ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „ფახტაკორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ოქროს მედლები მოიპოვა. ტაშკენტელებმა ტიტული ოთხწლიანი შესვენების შემდეგ დაიბრუნეს. მაგრამ არველაძეს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.
დატოვე კომენტარი